ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აზოტის ქარხნის ხელმძღვანელობის და თანამშრომლების მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხზე გამართული სამმხრივი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.  დახურულ კარს მიღმა მსჯელობა თითქმის  სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.  რუსთავის აზოტის, პროფკავშირებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოლაპარაკებას უშედეგოდ ცდილობდნენ.

პროფკავშირები გათავისუფლებულების სამსახურში აღდგენას და მოქმედი 2 ათასი თანამშრომლის ხელშეკრულების გადახედვას ითხოვდა. აზოტის ქარხნის ხელმძღვანელობა კი გათავისუფლებულებს 3 თვის განმავლობაში 500-500 ლარის გადახდა შესთავაზა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტერიტორია კომენტარის გარეშე  რუსთვის აზოტის წარმომადგენელმა დატოვა. სამუშაო შეხვედრის გამართვა უახლოეს მომავალშიც იგეგმება, პარალელურად, აქციების გამართვას გათავისუფლებული თანამშრომლები აპირებენ.

იტვირთბა....