სააქციო საზოგადოება “რუსთავის აზოტის” ადმინისტრაციის შენობაში აქციის მონაწილეები ამ დრომდე იმყოფებიან.
პროფკავშირების წარმომადგენლებს, ასევე სტუდენტურ მოძრაობა “აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლებს დაკავებული აქვთ “რუსთავის აზოტის” დირექტორისა და დირექტორის მოადგილის კაბინეტები. შენობაში შეჭრის მცდელობისას პროფკავშირის ორმა წარმომადგენელმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო, რისთვისაც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და რუსთავის პოლიციის თანამშრომლები. მათ არაერთხელ მოუწოდეს აქციის მონაწილეებს, რომ დაეტოვებინათ კაბინეტი და შენობა, მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, თუმცა აქციის მონაწილეები ”რუსთავის აზოტის” ადმინისტრაციის შენობის დატოვებას არ აპირებენ და იქამდე დარჩებიან შენობაში, სადანამ ადგილზე აწარმოს ახალი მეპატრონე ეფრემ ურუმაშვილი არ გამოცხადდება.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, მათ მიერ და პროფკავშირების მიერ წაყენებული რვავე პირობის უპირობოდ შესრულებას. პირველი და მთავარი მოთხოვნა კი უწინდებურად რჩება სამსახურიდან გათავისუფლებული 350 მუშის უპირობოდ დაბრუნება სამსახურში, განაცდური ანაზღაურების გადახდა და გაუქმებული პრემიალური სისტემის აღდგენა.