ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია. – ეს არის ის ქვეყნები სადაც შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქე უვიზოდ გადაადგილდეს.
რეალურად, როდიდან შეძლებს საქართველოს მოქალაქე ევროპაში უვიზოდ გამგზავრებას, “მეტრონომი” წინა წერილში წერდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზიის შემოღების საკითხს მხარი დაუჭირა.
ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც ესწრებოდა, საკითხს კენჭი უყარეს.
ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარი ევროპარლამენტის 647 წევრიდან 553-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ 66 დეპუტატი წავიდა, ხოლო ხმის მიცემისგან თავი 28 დეპუტატმა შეიკავა.