“საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, სად მიდის, რატომ მიდის და რას ემსახურება მისი ვიზიტი. უვიზოდ მგზავრობა დასაშვები იქნება მხოლოდ მოკლევადიანი პერიოდით გამგზავრების შემთხვევაში. თუ ეს უკავშირდება გრძელვადიან ვიზიტს, მაშინ ვიზა საჭირო იქნება.” – ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიზეილ ჯანელიძემ.
რეალურად, როდიდან შეძლებს საქართველოს მოქალაქე ევროპაში უვიზოდ გამგზავრებას, “მეტრონომი” წინა წერილში წერდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზიის შემოღების საკითხს მხარი დაუჭირა.
ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც ესწრებოდა, საკითხს კენჭი უყარეს.
ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარი ევროპარლამენტის 647 წევრიდან 553-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ 66 დეპუტატი წავიდა, ხოლო ხმის მიცემისგან თავი 28 დეპუტატმა შეიკავა.