aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რეალურად, როდიდან შეძლებს საქართველოს მოქალაქე ევროპაში უვიზოდ მგზავრობას

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორც ქართველი პოლიტიკოსები ერთხმად აცხადებენ, საქართველოს მოქალაქე უვიზო მიმოსვლას ევროკაშირის ქვეყნებში გაზაფხულიდან შეძლებს. დარჩენილია წვრილმანი დეტალების დამუშავება, რის შემდეგაც ევროპაში მოგზაურობა უვიზოდ შესაძელებელი იქნება.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზიის შემოღების საკითხს მხარი დაუჭირა.

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც ესწრებოდა, საკითხს კენჭი უყარეს.

ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარი ევროპარლამენტის 647 წევრიდან 553-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ 66 დეპუტატი წავიდა, ხოლო ხმის მიცემისგან თავი 28 დეპუტატმა შეიკავა.

იტვირთბა....