ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ამერიკას ახალი სახელმწიფო მდივანი ჰყავს

ამერიკას ახალი სახელმწიფო მდივანი ჰყავს. ეს პოსტი, როგორც  უკვე ცნობილი იყო ბიზნესმენმა რექს ტილერსონმა დაიკავა.  ტილერსონის კანდიდატურას სენატმა 56 ხმით 43-ის წინააღმდეგ  მხარი დაუჭირა. კომპანია “ექსონ მობაილის” 64 წლის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ფიცი ბიბლიაზე დადო. ახალ სახელმწიფო მდივანსა და მის მეუღლეს ამერიკის პრეზიდენტმა მიულოცა. ტრამპის განცხადებით, ამ რთულ პერიოდში შეერთებული შტატები მშვიდობასა და სტაბილურობას მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ ტილერსონის კანდიდატურას ამერიკაში აკრიტიკებენ, რადგანაც როგორც BBC -ი წერდა, ტილერსონი მრავალი წელი  რუსეთთან  თანამშრომლობდა და  რუსეთის მეგობრობის ორდენის კავალერია, რომელიც მას ვლადიმერ პუტინმა მიანიჭა. ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა ამის გამო მას სენატში პრობლემები შეექმნას.

 

 

 

იტვირთბა....