ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უვიზო რეჟიმი ევროპასთან: პრემიერის მადლობა და ისტორიული დღე

ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს დღეს უყრის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს სერგეი სტანიშევს შეხვდა.

„ველოდები კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს – ვიზალიბერალიზაციას. რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც ევროპის სოციალ-დემოკრატიული ოჯახის ლიდერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკური და სოციალური დღის წესრიგი, რაც ევროპაშია, იყოს მთავრობის საქმიანობის ფოკუსში. საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სამუშაომ, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ეს ფუნდამენტური უფლებაა და მივესალმები, რომ ეს პოლიტიკა ახლაც გრძელდება. იმედი მაქვს, ის გაფართოვდება და განათლების, სოციალური დაცვის და სხვა სფეროებსაც მოიცავს”, – განაცხადა სტანიშევმა.

განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც.

“დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნლოვანი დადასტურება ევროკავშირის საქართველოსადმი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გადაწყვეტილება იქნება საქართველოს სასარგებლო და ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება მხარდაჭერის იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომლებიც არიან ევროპარლამენტში. დღევანდელ დღეს საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ასევე მინდა ყველა საჯარო მოხელეს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ძალიან დიდი წარმატების შენებაში, გადავუხადო უდიდესი მადლობა, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს და ყველას ვინც ამ ძალიან შრომატევადი პროცესის განმავლობაში მიიღო მონაწილეობა და დღეს მართლაც დიდი წარმატების დღეა საქართველოსთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, 12 იანვარს ევროპარლამენტის რიგმა კომიტეტებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მისცა ხმა, 2 წინააღმდეგი იყო, ხოლო 1-მა კი თავი შეიკავა.

იტვირთბა....