aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში ლოტოს ჯეკპოტი გათამაშდა: გამარჯვებულს 1 380 345 ლარი გადაეცემა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გუშინ, 31 იანვარს, “ლოტო 6/36-ის” 735-ე გათამაშებაზე ჯეკპოტი – 1 380 345 ლარი გათამაშდა.

რიგით მე-17 ჯეკპოტის მომგებიანი რიცხვების კომბინაცია შემდეგნაირად გადანაწილდა: 1,3,9,10,35,36.

ლატარიის კომპანიის ცნობით, იღბლიანი ბილეთის მფლობელი მოგების გასანაღდებლად უნდა ეწვიოს თბილისში, მელიქიშვილის #16 მდებარე ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრს.

გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს ლოტოს მომგებიანი ბილეთი, რომელიც გაივლის ვალიდაციის პროცედურას. მოგების დადასტურების შემდეგ კი პირველი საპრიზო კატეგორიის თანხა, ანუ ჯეკპოტი, ორ კვირაში ჩაერიცხება პირად ანგარიშზე.

 

 

იტვირთბა....