ტელეკომპანია GDS-ის 100–პროცენტიანი წილი ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა კომპანიამ, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“ იყიდა. მხარეებს შორის ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ, 27 იანვარს გაფორმდა, რომელიც საჯარო რეესტრში ასახულია.
ხელშეკრულების თანახმად, ბერა ივანიშვილმა GDS-ის 100-პროცენტიანი წილი შპს „მედია პროდაქშენ გრუპს“ დაუთმო.
შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენის“ 100–პროცენტიანი წილი ინა გუდავაძეს ეკუთვნის. ტელეკომპანია GDS-ის 100 პროცენტი კი, ბოლო დრომდე საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანივშილის შვილს, ბერა ივანიშვილს ეკუთვნოდა.