ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ეს შენ გეხება” ე.წ. მოსმენების შესახებ მოდელის დამტკიცების შემთხვევაში კანონს სასამართლოში გაასაჩივრებს

გაერთიანება “ეს შენ გეხება” ე.წ.  მოსმენებთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული მოდელის დამტკიცების შემთხვევაში, კანონს სასამართლოში გაასაჩივრებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ფიქრობენ, რომ  საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული და წარდგენილი ახალი მოდელი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

„ასეთი ტიპის სისტემა არ არსებობს არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში, ალბათ არსებობს ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც განაცხადი არ  აქვთ დემოკრატიულობაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საბჭოური ტიპის მოდელი, რომელის მიზანია გააკონტროლოს ჩვენი მოსახლეობა,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივის მიხედვით, ე.წ. გასაღების მფლობელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  სსიპი გახდება.  აღნიშნული ინიციატივა არასამთავრობოთა კოალიციისთვის მიუღებელია, სწორედ ამიტომ, სამუშაო ჯგუფში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამუშაო ჯგუფი დატოვეს.

იტვირთბა....