ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს, სადაც  აცხადებენ, რომ დავით ხუციშვილი ამ დროისათვის იმყოფება კუთვნილ შვებულებაში და ის თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

დავით ხუციშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტს 2016 წლის იანვრიდან იკავებდა. მანამდე კი შს მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

იტვირთბა....