ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის გამო საქართველოში ცნობილი კომპანიები დააჯარიმეს

მობილურ ტელეფონებსა და ელექტრონულ ფოსტაზე უნებართვო სარეკლამო შეტყობინებების კანონდარღვევით გაგზავნის გამო, საქართველოში მოქმედი მსხვილი და ცნობილი კომპანიები დააჯარიმეს.-ინფორმაციას სააგენტო “პირველი” ავრცელებს. ამავე თემაზე სააგენტო  პირად მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურისტს, სალომე ბახსორიანს ესაუბრა:

“პროცესი გარკვეულ წესებს ექვემდებარება და ორგანიზაციები ვალდებულები არიან დაიცვან ეს წესები. ერთ-ერთია ის, რომ სარეკლამო შეტყობინება უნდა შეიცავდეს მექანიზმს, რომლის გამოყენების შემდეგ შეტყობინების მიმღებ პირს უნდა შეეძლოს უარი განაცხადოს მსგავსი შეტყობინების შემდგომ მიღებაზე და 10 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, მას აღარ უნდა მიუვიდეს მსგავსი ტიპის შეტყობინება იმ კომპანიისგან, ვისგან მიღებაზე უარი განაცხადა”, – აღნიშნა ბახსორიანმა.

სალომე ბახსორიანის თქმით, SMS სარეკლამო შეტყობინებების კანონდარღვევით გავრცელებაზე პასუხისმგებლობა იმ ორგანიზაციას ეკისრება, ვინც სარეკლამო შეტყობინებისა თუ სარეკლამო ელექტრონული წერილების გაგზავნით თავისი საქმიანობის მარკეტინგს ახორციელებს.

 

 

მოქალაქეებს საკუთარი უფლებების დასაცავად შეუძლიათ პირად მონაცემთა დაცვის ინსტექტორის აპარატს მიმართონ.

მოქალაქის განცხადების საფუძველზე პირად მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სწავლობს საქმეს და თუ დადგინდება ორგანიზაციის მიერ კანონის დარღვევის ფაქტი, ასეთ შემთხვევაშიკომპანიას დარღვევის პირველ ჯერზე 3000 ლარის ოდენობის ჯარიმა ეკისრება, ხოლო 1 წლის განმავლობაში დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთვევაში – 10 ათასი ლარი. კომპანიაზე დაკისრებული ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება, ხოლო მომხმარებელი კომპენსაციას არ იღებს.

სალომე  ბახსორიანის ინფორმაციით, სარეკლამო SMS შეტყობინების კანონდარღვევით გავრცელების გამო, სტატისტიკურად მაღალი მომართვიანობაა, შესაბამისად, არაერთ ორგანზაციას დაეკისრა პასუხისმგებლობა.  დაჯარიმებულ კომპანიებს შორის იყო “საქართველოს ბანკი”, “იუნიქარდი”, “კარფური”, “ვივუსი”, “მოზო”, “ვულევუ” და სხვა კომპანიები. რაც შეეხება 2017 წელს, იანვარში  პირად მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს რამდენიმე მოქალაქემ უკვე მიმართა, თუმცა საკითხი ჯერ განხილვის სტადიაშია.

 

ამჟამად პირად მონაცემთა დაცვის ინსტექტორის აპარატი მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებისპაკეტზე, რომელიც, სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის წარედგინება პარლამენტს. კანონპროექტისთანახმად, სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარითანხმობის საფუძველზე, ან თუ პირს საჯაროდ აქვს მითითებული ტელეფონის ნომერი და ელფოსტა.

წყარო: “პირველი”

იტვირთბა....