ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გამართული კანონმდებლობა უნდა მივიღოთ

ე.წ. მოსმენების კანონზე  პრეზიდენტი ფიქრობს, რომ  ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ გამართული კანონმდებლობა, სადაც ერთხელ და სამუდამოდ მოქალაქეების უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები მყარად იქნება დაცული.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ე.წ. მოსმენების კანონზე მედიას პრეზიდენტის მოსაზრება გააცნო.

პრეზიდენტის აზრით,  აუცილებლად უნდა მოხდეს კანონის ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც კონტროლის მყარი მექანიზმები იქნება მიღებული.

“ე.წ მოსმენების თემას საქართევლოს პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ყოველთვის, ყველა ეტპაზე. თქვენ იცით, რომ აღნიშნულ კანონპროექტს გიორგი მარგველაშვილმა თავის დროზე ვეტოც დაადო, რაც სამწუხაროდ, არ იქნა გაზიარებული და შედეგად მძიმე და სამწუხარო გამოცდილება და რეალობა მივიღეთ.

ქვეყნის პირველი პირის აზრით, ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ გამართული კანონმდებლობა, სადაც ერთხელ და სამუდამოდ მყარად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები.

პრეზიდენტის აზრით, უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება კონტროლის მყარი მექანიზმები. ასეთი სტრუქუტრის შექმნისას კი, ამოსავალი პირინციპი უნდა იყოს ამ უწყების ანგარიშვალდებულება და ეფექტიანი კონტროლი სამივე სახელისუფლო შტოს – აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს მხრიდან”, – განაცხადა მიშველაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე .

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია ცალკე გამოიყოფა და  საჯარო სამართლის იურიდიულ პირს გადაეცემა, რომელსაც საგამოძიებო ფუნქცია არ ექნება. ახალი სსიპ-ი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეიქმნება.

იტვირთბა....