სააკაშვილი უძლეველი ეგონათ, მაგრამ საქართველოდან ძლივს გაასწრო… არ მინდა მისი ბედი დღევანდელმა მთავრობამ გაიზიაროს, – ასეთ განცხადებას ავრცელებს მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე.
„რა საოცარი თვისება აქვს ჩვენს ხალხს, შევარდნაძე ყველას უძლეველი ეგონა, ხალხი დახოცა, ქვეყანა შეჭამა, ტერიტორიები დაკარგა, ათასი სისაძაგლე ჩაიდინა, უთმინა, უთმინა ხალხმა და 2003 წელს ვულკანივით ამოხეთქა და რევოლუციით გადააგდო. სააკაშვილიც უძლეველი ეგონათ, მიშამაც ხალხი დახოცა, ქვეყანა შეჭამა, გარყვნილების ბუდედ გადააქცია ადმინისტრაცია, ათასი სხვა სისაძაგლე ჩაიდინა უთმინა, უთმინა ხალხმა და ძლივს გაასწრო საქართველოდან.
რატომ გავიხსენე უახლოესი ისტორიის ეს მაგალითები იცით??? იმიტომ რომ ბრიყვი ისტორიიდან ვერაფერს სწავლობს და იგივე შეცდომებს იმეორებს, ახლაც ითმენს, ითმენს, ითმენს ხალხი ანუ მოთმინების რეჟიმშია, მაგრამ უახლოეს ხანში ერთ მშვენიერ დღეს ამოხეთქავს დაგროვებული ენერგია და თუმცა, უკვე დავწერე მოთმენის მერე რაც ხდება, არადა არ მინდა ედიკას და მიშას ბედი გაიზიარონ დღევანდელებმა,“ – წერს ბრეგაძე.