ახალი ამბები მთავარი სამართალი

„საია“ ენერგეტიკის სამინისტროს უჩივის

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ენერგეტიკის სამინისტროს საქალაქო სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს. საია იმ დოკუმენტის ბათილად გამოცხადებას ითხოვს, რომელიც მან რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ, ენერგეტიკის სამინისტროსგან მიიღო.

საქმე ეხება საიას მოთხოვნაზე საპასუხო წერილს, გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებასთან დაკავშირებით.

სამინისტრო აცხადებს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ და საიას ურჩევს, გაზის ტრანსპორტირების კომპანიას მიმართოს. ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროებას საია ითხოვს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისგანაც.

„ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ ჩვენ უკვე ვამზადებთ სარჩელს და ვითხოვთ იმ პასუხის ბათილად ცნობას, რომლითაც ჩვენ პრაქტიკულად უარი გვითხრეს ინფორმაციის გაცემაზე. ასევე უახლოეს დღეებში მივმართავთ თავად გაზის ტრანსპორტირების კომპანიას, არა იმიტომ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო მართალი იყო ამ პროცესში, არამედ იმიტომ, რომ ტექნიკურად, სამართლებრივი თვალსაზრისით უკეთესია, თუ ჩვენ ასევე გაზის ტრანსპორტირების კომპანიაშიც შევიტანთ განცხადებას,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

იტვირთბა....