ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი სამართალი

ეროვნული ბანკი ხანძრით დაზარალებულებს საბანკო ვალდებულებების გადავადებაში დაეხმარება

ეროვნული ბანკი ”ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ფინანსურ ინსტიტუტებთან უშუამდგომლებს, რათა შესაძლებელი გახდეს საბანკო ვალდებულებების გადავადება, –  ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება. მათი ინფორმაციით, აღნიშნული პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას გადაწყდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანძრის გამო საქონელი დაეწვათ, საკუთარ ნაწილში, მაქსიმალურ შეღავათს გაუწევს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა შესაბამისი ინსტიტუტის ძალისხმევის კონსოლიდაცია, რათა დაზარალებულებს ტვირთი მაქსიმალურად შეუმსუბუქდეთ.

შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროს” შენობა მთლიანად დაიწვა. ტერიტორიაზე ხანძარი დაახლოებით, 03:00 საათზე გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით 13 000 კვადრატული მეტრის ფართი. ადგილზე დასაქმებული მოვაჭრეები ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ფაქტს არ გამორიცხავენ. სადაზღვევო კომპანია “ალდაგში” შენობა დაზღვეულია, თუმცა მოვაჭრეების ქონება – არა.

 

იტვირთბა....