კანადაში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი კვებეკის მეჩეთში იმ დროს გახსნეს, როდესაც იქ ათობით მორწმუნე საღამოს ლოცვისთვის შეიკრიბა. მომხდარი თავდასხმის დროს 6 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.
სამართალდამცველები მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავენ, დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი, თუმცა თვითმხილველთა ნაწილი აცხადებს, რომ თავდამსხმელები სამნი იყვნენ.
მომხდარს ტერაქტი უწოდა კანადის პრემიერმინისტრმა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.