საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ნატოს სამიტის ფარგლებში, სადაც ასპირანტი და პარტნიორი ქვეყნები იქნებან დაშვებულები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება. ასე პასუხობს საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტის ინიციატივას საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს ბრიუსელის სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.
მიხელ ჯანელიძე უსაფუძვლო აჟიოტაჟს უწოდებს ოპოზიციისა და არასამთავრობოების განცხადებებს და აცხადებს, რომ საქართველო აქტიურადაა ჩართული, ნატოსთან თანამშრომლობის ყველა ფორმატში. შესაბამისად ახლაც თუ საჭირო იქნება, ქვეყანა ამ სამიტსაც დაესწრება.
“სამიტის ფარგლებში თუ იქნება რაიმე ფორმატი, სადაც დაშვებული იქნებიან ასპირანტი და პარტნიორი ქვეყნები, ჩვენ იქ წარმოდგენილი ვიქნებით. ყველა შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს ექნება, იმისათვის რომ ჩვენი საკითხების განხილვა მოხდეს, აუცილებლად გამოვიყენებთ. მათ შორის, პრეზიდენტის მონაწილეობის სურვილის და შესაძლებლობის შემთხვევაში, ის მონაწილეობას მიიღებს,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.