ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევა გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოში მისი კანდიდატურის ჩაგდების ერთ-ერთ მიზეზად ვანო მერაბიშვილის საქმეს ასახელებს

ევა გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სიის ჩავარდნის მიზეზებზე წერილს აქვეყნებს, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი არ გამორიცხავს, რომ კანდიდატთა წინააღმდეგ გარკვეული პირების მუშაობა სტრასბურგის სასამართლოში მერაბიშვილის საქმის განხილვას უკავშირდებოდეს.

მისი თქმით, მისი კანდიდატურის წინააღმდეგ არასამთავრობო სექტორი, “ნაციონალური მოძრაობა“,  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და სახალხო დამცველი ორგანიზებულ კამპანიას აწარმოებდნენ. გოცირიძის ინფორმაციით, ამჟამინდელ მოსამართლეს გაუხანგრძლივდა ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეს სტრასბურგში ადეიშვილის მოადგილე განიხილავს.

„გარკვეულმა ძალებმა, სამწუხაროდ, კანდიდატთა შერჩევის პროცესი პოლიტიკური ბრძოლის არენად გადააქციეს. მეჩვენება, რომ რაგინდ რა საუკეთესო პროცედურები შემოვიღოთ კანდიდატების შერჩევისას, და ვინც არ უნდა შეირჩეს, გარკვეულ ძალთა ეს თავგანწირული მობილიზაცია კონკურსის ეტაპზეც, საქართველოში თუ შემდგომ, სტრასბურგშიც, მაინც გაგრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ სიაში ამ ძალებისათვის მისაღები კანდიდატი არ მოხვდება და სანამ გარკვეული საქმეების განხილვა არ დასრულდება ევროპის სასამართლოში. დიახ, ეს შეიძლება მართლაც უკავშირდებოდეს მერაბიშვილის საქმის განხილვას სტრასბურგში, რომელიც მარტის თვეშია ჩანიშნული და სხვა მომავალ საქმეებს,“ – წერს ევა გოცირიძე.

იტვირთბა....