ქობულეთი-ოზურგეთის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა აკრძალულია. აჭარის საავტომობილო გზების რეგიონალური სამსახურის უფროსის ზურაბ სიხარულიძის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა და მისი ჩანაცვლება ხდება. სიხარულიძის განცხადებით, ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზა, სავარაუდოდ, ერთ საათში გაიხსნება.
“მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა. უხვი ნალექის გამო, ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა და გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერდა. დავუკავშირდი კონტრაქტორ კომპანიას,რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. ისიც ცდილობს, რომ ვიდრე ეს შეკეთდება, შემცვლელი ტექნიკა მოიყვანოს და გზის გაწმენდა დაიწყოს. აღნიშნულ გზაზე მოძრაობა სავარაუდოდ ერთ საათში აღსდგება”, – განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.
ამ დროისთვის აჭარაში კვლავ გადაუღებლად თოვს.