ქუთაისის აეროპორტში მგზავრების ნაწილი გაფრენას უკვე რამდენიმე საათია ელოდება, თუმცა როდის შეძლებენ ისინი გამგზავრებას ამ დომდე უცნობია. მათი ინფორმაციით, გაუგებარია რა გახდა ფრენის გადადების მიზეზი.
მგზავრები ამბობენ, რომ მიზეზად ჯერ უამინდობა დაასახელეს ხოლო მოგვიანებით კი ეკიპაჟმა განაცხადა, რომ მათი სამუშაო დრო დასრულდა და ფრენას ვეღარ განახორციელებდნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს ქუთაისის აეროპორტი და ვერც პრობლემის მოგვარებას ჰპირდება მგზავრებს. ერთადერთი რაც მათ შესთავაზეს, მომდევნო რეისამდე, რომელიც ხვალ დღის 03:00-ზეა ჩანიშნული, სასტუმროში დროებით განთავსებაა.
მგზავრების ნაწილი აცხადებს, რომ მათთვის ხვალ გაფრენას აზრი არ აქვს, რადგან სულ 2 ან 3 დღით აპირებენ მილანში ჩასვლას.