აჭარაში მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებელი თოვის შედეგად უხვი ნალექი მოვიდა. თოვლის საფარმა 30-დან 45 სანტიმეტრამდე მიაღწია. როგორც აჭარის საავტომობილო გზების რეგიონული სამსახურის უფროსი ზურაბ სიხარულიძე აცხადებს, აჭარაში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა.
მისივე თქმით, მძიმე ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდა.
” ქალაქში უხვი ნალექის მოსვლის მიუხედავად, გზებზე გადაადგილება შეფერხებული არ არის. ჩვენი თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ, რათა გზების გაწმენდა მოხდეს. ნალექი აჭარის დაბლობში 30-45 სანტიმეტრამდე აღწევს. გაწმენდით სამუშაოებთან ერთად ტექნიკური მარილი ინტენსიურად იყრება. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები გამოიყენონ”, – განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.