aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით უამინდობის გამო რეისი გადაიდო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით დღეს დანიშნული რეისი აღარ შესრულდება.  ამის მიზეზად კი უამინდობა და გადაუღებელი თოვა სახელდება. რეისი 18.00 საათზე იყო დანიშნული.

დაბალი ხილვადობის გამო, ასევე, სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით დღეს, 17:50 საათზე დაგეგმილი ავიარეისიც გაუქმდა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, დღესვე, მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტში დაეშვა.
ამ დროისთვის ბათუმში გადაუღებლად თოვს.

იტვირთბა....