იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს სურვილის მიხედვით ყველანაირი დასაბუთების გარეშე, ნებისმიერი ადამიანის გათავისუფლება შეუძლია, რომელზეც თვლის, რომ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს. მინისტრის აზრით, პრეზიდენტი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით სარგებლობს.
“პრეზიდენტს ყველანაირი დასაბუთების გარეშე სრული უფლება აქვს, რომ როგორც დამნაშავე, ასევე ყველა ის პირი შეიწყალოს, რომელზეც თვითონ თვლის, რომ შეიძლება მტკიცებულებები არ იყოს საკმარისი. ის კონსტიტუციით ამ უფლებით სარგებლობს და როცა უნდა მაშინ გამოიყენებს“ – ამბობს მინისტრი