კომპანიები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, რუსთავის წყალი და მცხეთის წყალი აბონენტებს მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავენ. კერძოდ, აბონენტებმა, რომლებიც სარგებლობენ მრიცხველით, სასურველია შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული, ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენი ქსელები და აღრიცხვის კვანძები.
ასევე, კომპანიების განცხადებით, რეკომენდირებულია, რომ მოქალაქეებმა დატოვონ ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით.