ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“წულუკიანი უნდა გადადგეს”: რას ედავებიან იუსტიციის მინისტრს

“წულუკიანი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინათინ ბოკუჩავამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, წულუკიანმა უნდა დატოვოს თანამდებობა, რადგან პირადად მან ჩაატარა ის პროცესი, რომელმაც გამოიწვია სტრასბურგის მხრიდან, სამივე კანდიდატისთვის უარის თქმა.
„ეს არის პირადად თეა წულუკიანის პასუხისმგებლობა და ჩემი აზრით, ის საერთოდ უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგან მან პირადად ჩაატარა ის პროცესი, რომელმაც გამოიწვია სტრასბურგის მხრიდან, სამივე კანდიდატისთვის უარის თქმა. ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, რომ პროცესი არის გაუმჭვირვალე,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოში სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის სხდომა დასრულდა, ქართული მხარის მიერ წარდგენილი სამივე მოსამართლის კანდიდატურა ჩავარდა. ევროპის საბჭომ კანდიდატების სია უკან დააბრუნა, შესაბამისად საქართველოში მოსამართლეთა შესარჩევად ახალი კონკურსი უნდა ჩატარდეს. ქართულ მხარეს მოსამართლეების კანდიდატებად წარდგენილი ჰყავდა: ევა გოცირიძე, გიორგი ბადაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე.

იტვირთბა....