ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

სააკაშვილი მოქალაქეებს საპროტესტო აქციისკენ მოუწოდებს

 

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე უკრაინელებს მოუწოდებს, რომ  შეურთდნენ აქციას, რომლის მიზანია, გააპროტესტოს გია ცერცვაძის პატიმრობა:

„გადასცე რუსეთს გიორგი ცერცვაძე, ეს იმას ნიშნავს, რომ უღალატო ყველა იმ მეომარს, რომელიც რუსეთს ებრძოდა“-აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცერცვაძის საქმეს სასამართლო ხვალ განიხილავს. მისი მეუღლის, ტატიანა ცერცვაძის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ ოფიცერს ხვალ გაათავისუფლებენ.

გიორგი ცერცვაძეზე ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე. ცერცვაძე – საქართველოს შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა – 2017 წლის 15 იანვარს დააკავეს უკრაინის სამართალდამცავებმა კიევის აეროპორტში, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

9765205_n

საქართველოს პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს მხარემ უკრაინის პროკურატურას მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია კიევში დაკავებული გიორგი ცერცვაძის შესახებ და განუმარტა, რომ რუსეთის მხარისათვის მისი გადაცემა არ არის მიზანშეწონილი:
“საქართველოს პროკურატურის მიერ უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ ყველა შესაბამისი ინფორმაცია გ. ცერცვაძის შესახებ და განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქის რუსეთის მხარისთვის გადაცემით დაირღვევა გიორგი ცერცვაძის ძირითადი უფლებები. საქართველოსა და უკრაინის პროკურატურებს შორის ასევე მოხდა შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ”, – წერს პროკურატურა.

 

იტვირთბა....