ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ყველას ვაფრთხილებ, ვინც სიტყვა მოღალატეს გამოიყენებს…”

“ყველას ვაფრთხილებ, ვინც სიტყვა “მოღალატეს“ გამოიყენებს, საკადრის პასუხს მიიღებს”, – ასეთ განცხადებას აკეთებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედრო ოფიცრის გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობისა“ და საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ხელისუფლება გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით მწვავედ გააკრიტიკეს.

“ნაციონალურ მოძრაობას კულტურას ნამდვილად ვერ მოსთხოვ, მაგრამ ის რაც ბოლო დღეების განმავლობაში ვნახე, მათ შორის გადაცემა “არჩევანის“ ეთერში, ეს არის უნამუსობისა და თავხედობის მაქსიმუმის გამოვლინება. ზოგიერთს ჰგონია რომ სიტყვა “მოღალატე“ ძალიან მარტივი სათქმელია. ეს ალბათ იმიტომ, რომ მათი ცხოვრების წესია ასეთი – ასე უცხოვრიათ… მათი დაშლის პროცესიც ალბათ ამის გამოვლინებაა, თუმცა მე ყველას ვაფრთხილებ, ვინც სიტყვა “მოღალატეს“ გამოიყენებს, საკადრის პასუხს მიიღებს“, – განაცხადა სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, გიორგი ცერცვაძეზე ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე. ცერცვაძე – საქართველოს შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა – 2017 წლის 15 იანვარს დააკავეს უკრაინის სამართალდამცავებმა კიევის აეროპორტში, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....