თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი ადასტურებს, რომ აშშ-ს ახლადარჩეულმა, 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაიწყო მზადება მექსიკის საზღვარზე კედლის აგების შესახებ აღსრულების მისაღებად. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ამის შესახებ თავად ტრამპმაც მიანიშნა საკუთარ “ტვიტერზე”, სადაც დაწერა, რომ ოთხშაბათიდან დიდი დღე იწყება ნაციონალური უსაფრთხოებისთვის: “ჩვენ ავაშენებთ კედელს”-აღნიშნა “ტვიტერეზე” მან.
ამავდროულად, ტრამპი შემდეგ კვირას აპირებს ვიზების გაცემის გამკაცრებას, რადგან მიიჩნევს, რომ მიგრანტები ქვეყნის უსაფრთხოებას ხელს უშლიან.
ცნობისთვის, ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტმა ამის შესახებ წინასაარჩევნო პერიოდშიც განაცხადა.