aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მშობელი ბაღის აღმზრდელს შვილის ცემაში ადანაშაულებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მუხიანში მდებარე 153-ე ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელის საქმეზე მოკვლევა დაიწყო. საქმე ეხება მშობელის პრეტენზიას, რომელიც აღნიშნული ბაღის ერთ-ერთ აღმზრდელს მისი შვილის ცემაში ადანაშაულებს.

როგორც „მეტრონომს“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბაღის ადმინისტრაცია სააგენტოშია დაბარებული და თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურდა, ზომები იქნება უმკაცრესი.

„ჩვენ დილით გავიგეთ ამ ამბის შესახებ. ბაღში მონიტორინგის სამსახურია მისული. გარდა ამისა, ჩვენი ხელმძრვანელობა ბაღის ადმინისტრაციას ხვდება. მშობელიც დაბარებულია. თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურდა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროც იძიებს, უმკაცრესი ზომბი იქნება მიღებული“- განუცხადეს „მეტრონომს“ სააგენტოში.

აღნიშნულ ფაქტს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროც, სადაც „მეტრონომს“ განუცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.

 

იტვირთბა....