ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უსინდისობაა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე ლაპარაკი”

“უსინდისობაა ის, რომ 26 მაისის საკითხი დღემდე არ არის გამოძიებული და ის, რომ საერთოდ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე არის საუბარი”, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, “პრიორიტეტის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს გეგმები ისევე ჩაეშლება, როგორც “ნაციონალურ მოძრაობას” ჩაეშალა.

“ის, რომ ვანო მერაბიშვილს იგივე 26 მაისთან დაკავშირებით ბრალი ბოლომდე არ აქვს წარდგენილი და 26 მაისი გამოძიებული არ არის, ეს არის სირცხვილი და ასეთი რამეები არ იპატიება ხოლმე. რაც არ უნდა მყარად ეგონოს დღეს ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” თავი, მე შევახსენებ მათ, რომ ძალიან მყარად გრძნობდა მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა თავს ხელისუფლებაში და მათაც 20 და 30 წლიანი გეგმები ჰქონდათ, მაგრამ ძალიან აერიათ გეგმები.”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

იტვირთბა....