ახალი ამბები მთავარი

“უკრაინის მთავარი პროკურორისგან ინფორმაცია მაქვს”:რა ელის გიორგი ცერცვაძეს

 

” უკრაინის მთავარ პროკურორთან, ლუცენკოსთან მთელი დღის განმავლობაში მქონდა კომუნიკაცია და მაქვს სასიხარულო ინფორმაცია”,-ამის შესახებ  გივი თარგამაძემ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა:

“გიორგი  ცერცვაძეს აპელაციაზე გაათავისუფლებენ. მინდა გითხრათ, რომ  შედგა ლუცენკოს კომუნიკაცია ქართულ მხარესთან, სადაც მას დაუდასტურეს, რომ  გიორგი ცერცვაძე ნამდვილად მონაწილეობდა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებში” – განაცხადა გივი თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოფიცერ გიორგი ცერცვაძეს რუსული მხარე 2003 წელს სამხედრო დანაშაულში, ჯგუფურ მკვლელობაში სდებს ბრალს. მასზე გამოცხადებული ძებნის ფარგლებში, ოფიცერი უკრაინულმა მხარემ დააკავა, რასაც საქართველოში არასამთავრობოთა და ოპოზიციის ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

იტვირთბა....