ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“თავი არ შეირცხვინოთ”: მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

მინდა მივმართო უკრაინის ხელისუფლებას გიორგი ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემით თავი არ შეირცხვინოთ, – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს.

მისი თქმით, გიორგი ცერცვაძე დონბასში ბევრ საიდუმლო ოპერაციაში მონაწილეობდა, მოგვიანებით კი უკრაინული სპეცრაზმის ინსტრუქტორი გახდა.

სააკაშვილის ინფორმაციით, ქართულმა სპეცსამსახურებმა რუსეთს ცერცვაძის პირადი მონაცემები გადასცეს, რამაც რუსებს საშუალება მისცა, ის დაედანაშაულებინათ ფაბრიკაციულ საქმეში და ძებნა გამოეცხადებინათ.

„მინდა მივმართო უკრაინის ხელისუფლებას, თავი არ შეირცხვინოთ! ნუთუ ოფიციალურად დადასტურებული ცნობა, რომ ის  რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა, საკმარისი მიზეზი არაა, რომ არ გადასცეთ ის მტერს, სადაც სასიკვდილო საფრთხის წინაშე დადგება. დღეს ასე ექცევიან ქართველ გმირებს, ხვალ კი უკრაინის ხელისუფლება ასევე მოექცევა უკრაინის გმირებს. თუ ქვეყანას არ შეუძლია დაიცვას მისი დამცველები, ვინ დაიცავს მას ბოლომდე?“ – წერს სააკაშვილი.

 

იტვირთბა....