ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე გია ცერცვაძის საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს. ევგენი ონინმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან  საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინულ მხარეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ვინაიდან ცერცვაძე წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

მისივე თქმით, ქართველ მესაზღვრეებს  ამის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონოდა, რომელსაც ინტერპოლი ყველა ქვეყანასა და სასაზღვრო უწყებაში აგზავნის. მისთვის გაუგებარია, რატომ არ მოხდა გია ცერცვაძის გაფრთხილება.

ონინის ინფორმაციით, ცერცვაძის საქმეზე უკრაინის გენერალურ პროკურორსა და საქართველოს გენერალურ პროკურორს შორის საუბარი შედგა, ასევე საუბარი შედგა ევგენი ონინსა და გენერალური პროკურორის მოადგილეს გიორგი გოგაძეს შორის.  უკრაინულმა მხარემ საქართველოს პროკურატურას ცერცვაძის საქმეზე სრული ინფორმაცია მიაწოდა.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ამბობს, რომ ისინი  ამ დრომდე ცდილობენ იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვონ, რომ გია ცერცვაძე  უკრაინის მხარეს იბრძოდა, რის შედეგადაც მას სასჯელი შეუმსუბუქდება. ხოლო უკრაინის პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ცერცვაძე პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

„ჩვენ გვსურს მივმართოთ ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიას, რომ გაარკვიონ მოხდა თუ არა ცერცვაძის საქმის ირგვლივ საფუძვლიანი მოკვლევა, სანამ ის საერთაშორისო ძებნას გადასცეს. თუკი არსებობს რაიმე ინფორმაცია, რომ ეს არის პოლიტიკური  ან სამხედრო დანაშაულისთვის დევნა, ასეთ შემთხვევაში ინტერპოლის წესდება  პირის ძებნაში გადაცემას კრძალავს. როგორც იცით სასამართლომ  40 დღიანი წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.

ჩვენ ვიცით, რომ ის ომში მონაწილეობას იღებდა, როგორც კი ეს ფაქტი დადასტურდება, უკრაინის პროკურატურა მის გათავისუფლებას მოითხოვს,“ – განაცხადა ევგენი ონინმა.

იტვირთბა....