დიდუბე ავჭალის გადასასვლელთან რკინიგზაზე, დღეს დილით, შუახნის მამაკაცი დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, ლიანდაგზე გადასვლისას მამაკაცს ბათუმისკენ მიმავალი ორსალთულიანი მატარებელი დაეჯახა.
შინაგან სამქეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე სისხლისსამართლის საქმე 275-ე მუხლის მესამე ნაწილით არის აღძრული, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.