გია ცერცვაძემ სასამართლო პროცესზე უკრაინელ ჟურნალისტთან განაცხადა, რომ შესაძლოა 2008 წლის ეპიზოდისთვის ან სოხუმის მიწერის გამო რუსეთის მხარეს გადასცენ.
ეს არის ერთმანეთს მიბმული საქმე, რადგან მე ვიბრძოდი აფხაზეთში, შემდეგ ვიყავი პარტიზანულ დაჯგუფებაში, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა.
შესაძლოა 2008 წლის ეპიზოდისთვის ან სოხუმის მიწერის გამო რუსეთის მხარეს გადამცემენ“, – განაცხადა უკრაინელ ჟურნალისტთან გია ცერცვაძემ.
„ჩვენ ვშიშობთ, რომ თუკი გიას გადასცემენ რუსეთს, მას ან სასტიკად აწამებენ, ან საერთოდ გააქრობენ“ – ამის შესახებ რუსეთის მოთხოვნით დაკავებული ქართველი მებრძოლის, გიორგი ცერცვაძის ადვოკატმა ქსენია პროკონოვამ განაცხადა.
ამ დრომდე უცნობია როდის გაიმართება კიევის სააპელაციო სასამართლოში ცერცვაძის სააპელაციო პროცესი.
„თუკი მას გადასცემენ რუსეთის ფედერაციას, ის არ უნდა ელოდოს სამართლიან სასამართლოს. უფრო მეტიც, ჩვენ ვშიშობთ, რომ თუკი გიას გადასცემენ რუსეთს, მას ან სასტიკად აწამებენ, ან საერთოდ გააქრობენ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ბრალდებები პოლიტიკურია და გამოგონილია იმისთვის, რომ გაანადგურონ ის ადამიანები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდნენ. ეს ამბავი საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რადგან ეს ნონსენსია, რადგან 3 წელია რუსეთთან ომი მიმდინარეობს, ჩვენ კი ვასრულებთ რუსეთის მოთხოვნას მოქალაქეზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას იცავს,“ – განაცხადა გიორგი ცერცავაძის ადვოკატმა, ქსენია პროკონოვამ.
დაცვის მხარის აზრით, გია ცერცვაძე რუსეთის „ბოლშევიკური წყობისთვის” მტერია და მისი გადაცემა მორალური თავლსაზრისით გაუმართლებელია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებისა და პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, კიევის ჟულიანის აეროპორტში, საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე დააკავეს.
რუსეთის მხარე ცერცვაძეს ბრალად 2003 წელს რუსეთში მომხდარ ჯგუფურ მკვლელობას უყენებს და მის გადაცემას მოითხოვს, უკრაინის მხარე დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს.
როგორც ირკვევა, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე მოხალისედ იბრძოდა უკრაინის დონეცკის ოლქში რუსეთის საჯარისო ნაწილების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში.
გიორგი ცერცვაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში აფხაზეთსა და შიდა ქართლში, ასევე აქტიურად მონაწილეობდა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში.
ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველო” საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ხელისუფლების საგამოძიებო უწყებებთან ჯარისკაც გია ცერცვაძის, წინააღმდეგ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.
საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ხელისუფლების საგამოძიებო უწყებებთან ითანამშრომლა და მათ გია ცერცვაძის წინააღმდეგ მიაწოდა ინფორმაცია. ოთარ კახიძის თქმით, ცერცვაძე საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა საომარ მოქმედებაში იღებდა მონაწილეობას, რაც საქართველოს უწარმოებია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის 21–ე მუხლის თანახმად, ძებნის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიმართოს შუამდგომლობით იმ ქვეყნის კომპეტენურ ორგანოს, რომლის მოქალაქეც არის ძებნილი პიროვნება და მოითხოვოს საქმის განხილვა.
შესაბამისად, ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქის საქართველოს ტერიტორიაზე დასაკავებლად, იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა დანაშაულის ჩადენა, უნდა გადმოეგზავნა სისხლის სამართლის საქმის მასალები საქართველოს შესაბამის ორგანოებში შემდგომი რეაგირებისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული კომუნიკაცია არ შემდგარა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოსა და რუსეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება. ამდენად, ქართულ მხარეს არც საკმარისი ინფორმაცია, არც საფუძველი და არც არავითარი მოტივი არ ჰქონდა ზემოთ აღნიშნული პირის დაკავებისთვის ან მისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვისთვის.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, მესაზღვრის ან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის, ვინც კონკრეტულ შემთხვევაში საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თავის მოვალეობას ასრულებს, ვალდებულებაა, შეამოწმოს საზღვრის გადაკვეთისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები, მათი ვადები, კანონიერება და რამდენად უფლებამოსილია პირი, გადაკვეთოს საზღვარი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. შესაბამისად, თუ დოკუმენტაციაში რაიმე სახის დარღვევა არ იკვეთება, ამავე დროს, პირი არ არის ძებნილი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მესაზღვრე ან საპატრულო პოლიციის წარმოამდგენელი ვალდებულია, შეუფერხებლად გაატაროს იგი“, – აცხადებენ შსს-ში.
https://youtu.be/uxGsIywdymA