ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

“სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ცერცვაძე რუსეთს არ გადაეცეს”

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით,  საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინაში დაკავებული ქართველი ოფიცერი  გიორგი ცერცვაძე რუსეთის მხარეს არ გადაეცეს:

„სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რაც კი მის შესაძებლობის ფარგლებშია, რომ ეს ადამიანი რუსეთის სახელმწიფოს არ გადაეცეს. რაც შეეხება ყველა იმ პროცედურას, რომელიც მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და შემდგომ უკრაინაში მის დაკავებას უკავშირდებოდა, ეს ყველაფერი ყველა იმ სამართლებრივ ნორმას ეფუძნებოდა, რომლითაც რეგულირდება როგორც საქართველოს, ისე ინტერპოლის კონსტიტუცია და აქ ნებისმიერი სხვა სპეკულირება არის პოლიტიკური“, – განმარტა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით, ერთი კვირის წინ დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს სამხედრო დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, ჯგუფურ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 13 წლის შემდეგ, გასული წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.

სააპელაციო სასამართლოში ქართველი სამხედროს გია ცერცვაძის ადვოკატებმა კიევის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომელმაც რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დაკავებულ სამხედროს, 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ცერცვაძის ადვოკატის თქმით, თუ ის რუსეთს გადაეცა, შედეგი ფატალურად დასრულდება.

იტვირთბა....