ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სად მიდის ვანო მერაბიშვილი: პარტიის გენერალურ მდივნობაზე უარის მიზეზები

”ნაცმოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა გადაცემაში ”360 გრადუსი” ვანო მერაბიშვილის მიერ პარტის გენერალურ მდივნობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიკა მელია შესული იყო საპყრობილეში და მას ესაუბრა. მოგვიანებით როგორც გაირკვა, ვანო მერაბიშვილმა პარტიის გენერალურ მდივნობაზე უარი თქვა.

“არსებობს ორი ვარიანტი, რის გამოც მერაბიშვილმა პარტიის გენერალურ მდივნობაზე უარი თქვა: პირველი ის, რომ ორივე ფლანგში მეგობრები ჰყავს, ან ის, რომ მას შესაძლოა პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება აღარ სურს.

“მე ადამიანურად მესმის ვანო მერაბიშვილის პოზიციის. ის იყო ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პრემიერ-მინისტრი და მისი საქმიანობა ასოცირდება ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან. ამ ეტაპზე, როდესაც პარტიას გამოეყო გარკვეული ჯგუფი და ცალკე დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება სურთ, ალბათ არ უნდა, რომ ასოცირდებოდეს რომელიმე მხარესთან, რადგან ორივე მხარეს მას ჰყავს მეგობრები. მეორე მხრივ შეიძლება ეს განპირობებული იყოს იმითაც, რომ მას შეიძლება აღარ სურს სამომავლოდ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მას აქვს ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი პოლიტიკიდან საერთოდ მიდის.

იტვირთბა....