ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ღამის საათებში ხმაურის გამო შესაძლოა დაჯარიმდეთ: კანონში ცვლილებები შედის

საკრებულოს მიერ წარდგენილ ინიციატივაზე, რომლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შედის, რომ ღამის საათებში საზოგადოებისთვის შემაწუხებელი ხმაურის გამო შესაძლებელი იყოს ჯარიმის დაკისრება,   საკანონმდებლო ორგანოში საგანგებოდ შექმნილი ჯგუფი ამ წუთებში მსჯელობს.

ცვლილების ავტორი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძეა.

მოქმედ კანონს ახალი “ხმაურის შესახებ მუხლი ” დაემატება, რომლის თანახმადაც კონკრეტული საათები განისაზღვრება, და ხმაურის შემთხვევაში, მოქალაქეს საშუალება ექნება 112-ში დარეკოს, რის საფუძველზეც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოცხადდება.

რა შემთხვევაში მოუწევს მოქალაქეს ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა, სამუშაო ჯგუფი დაადგენს.

იტვირთბა....