ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმე: დაკავებულებმა შიმშილობა დაიწყეს

ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ შიმშილობა დაიწყეს.
მათი მოხოვნა იმ დოკუმენტის გასაჯაროებაა,   რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ საქმის მთავარი მოწმე შვიდი სპეცრაზმელი ჩვენებების მიცემის დროს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთ საკანში იყვნენ მოთავსებული და ჩვენებები შეათანხმეს.

„ეს მტკიცებულება სწორედ ამ დაწესებულებაში ინახება. საუბარია იმ შვიდი სპეცრაზმელის ჩვენების მიცემაზე, რომლებიც ერთ საკანში იმყოფებოდნენ. ფაქტია, რომ ყველა ეს ჩვენება დაუშვებელია. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ციხის ადმინისტრაციას, სახალხო დამცველს და სხვადასხვა ორგანოებს, რომ ეს მტკიცებულება ჩვენთვის გადმოეცათ, მაგრამ არანაირ სამართლებრივ ბერკეტზე რეაგირება არ არის“, – განაცხადა  ადვოკატმა მალზახ ველიჯანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებულებს, ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძეს, კახაბერ ნაკანსა და ლევან ბეროძეს გამამატყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მათ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

იტვირთბა....