ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მერკერის აზრით, ტარამპთან კომპრომისი უნდა მოიძებნოს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერი ამბობს, რომ ევროპამ დონალდ ტრამპთან კომპრომისები უნდა მოძებნოს. მისი აზრით, ამერიკამ და ევროპამ ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს, სხვაგვარად არაფერი გამოვა.

“ღრმად მწამს, რომ ყველა ჩვენგანისთვის უკეთესი იქნება, თუ ერთობლივად ვიმოქმედებთ, საერთო წესებსა და ღირებულებებზე დაყრდნობით, საერთაშორისო ეკონომიკურ, სავაჭრო ურთიერთობებში, ჩვენი კავშირების დასაცავად,” – განაცხადა ანგელა მერკელმა.

მან ასევე დასძინა, რომ ტრანს-ატლანტიკურ პარტნიორობაზე უარის თქმა სასარგებლო არც ერთი მხარისთვის იქნება.

შეგახსენებთ, რომ  გაპრეზიდენტებამდე ტრამპმა ერთ-ერთ ინტერვიუში მერკელის პოლიტიკას მიგრანტების მიმართ კატასტროფული შეცდომა უწოდა.წინასაარჩევნო კამპანიის დროს კი ნატო წარსულის გადმონაშთად მოიხსენია.

 

იტვირთბა....