ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქცია სპორტის სასახლესთან – აქციის მონაწილეები მშენებლობის ნებართვის გაუქმებას მოითხოვენ

მშენებლობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სპორტის სასახლესთან აქცია გაიმართა. აფაქიძის ქუჩის მაცხოვრებლები მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, შენობის აგება მათი საცხოვრებელი სახლიდან 3 მეტრამდე მანძილზე იგეგმება. მათი თქმით, ამ ადგილას სკვერი უნდა მოწყობილიყო.

ადგილბრივები განმარტავენ, რომ დაგეგმილი მშენებლობის შესახებ მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა პასუხი უარყოფითია.

მოსახლეობა პერმანენტულ აქციებსა და საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დავას გეგმავს.

იტვირთბა....