ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ენმ-ს პარტიის თავმჯდომარის პოსტი სააკაშვილის ჩამოსვლას ელოდება

ენმ-ს ყრილობაზე ხმათა უმრავლესობით პარტიის თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური დატოვეს. ამის შესახებ შეკრებილებს ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა:

„რადგან მიხეილ სააკაშვილი ენმ-ს დამაარსებელი და ლიდერია და რადგან ის ივანიშვილის რეჟიმის გამო დევნილია და მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა, ენმ ადგენს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევა არ მოხდეს იქამდე, სანამ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება არ მოხერდება.“ – განაცხადა წიკლაურმა.

რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღეს.

პარტიის რიგით მეშვიდე ყრილობა სპორტის სასახლეში გაიმართა.

ყრილობას მთლიანობაში 9 000 ადამიანი დაესწრო.

უკვე ცნობილია, რომ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე – ნიკა მელია იქნება, ხოლო მისი მოადგილეები – ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე.

იტვირთბა....