ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელია დაასახელეს. ამის შესახებ სპორტის სასახლეში ყრილობაზე გიორგი ბარამიძემ განაცხადა. მოადგილეები ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე იქნებიან.
ენმ-ს დელეგატთა ყრილობას სკაიპით მიხეილ სააკაშვილიც ჩაერთო. ყრილობას 9000-მდე მხარდამჭერი დაესწრო.