ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„საზოგადოების ნომერ პირველი მტერი“: იგორ გიორგაძე სასამართლოში ჩივის

„კაგებეს“ ყოფილი თანამშრომლის სარჩელის შესახებ“, – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Democracy and Freedom Watch სტატიას, სადაც ნათქვამია:

„იგორ გიორგაძემ, საქართველოს ყოფილმა უშიშორების მინისტრმა და ძალიან სადაო პირმა, სასამართლოში უჩივლა გამოცემას 23  ივლისს გამოქვეყნებული სტატიის გამო.

იგორ გიორგაძე აპროტესტებს სტატიის ინგლისური ვერსიის სათაურს, „საზოგადოების ნომერ პირველი მტერი“, რომელიც მას ეხება.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ერთ-ერთი ის ნაბიჯი, რომლითაც იგორ გიორგაძე ელის საქართველოში დაბრუნებასა და თუ შესაძლებელია, ქართულ პოლიტიკაში მისი ადგილის პოვნას.

იმ დროს, როცა პრორუსული ძალები მრავალ ქვეყანაში, მათ შორის დემოკრატიულსა და განვითარებულში, ფარულად თუ ღიად გაძლიერდნენ, ეს შეიძლება საქართველოს სააგარეო ვექტორისთვის საფრთხე იყოს.

როგორიც არ უნდა იყოს გიორგაძის მოტივაცია, ჩვენი რედაქცია, საერთაშორისო გუნდთან ერთად, „კაგებეს“ ყოფილ გენერალთან  სასამართლო დავაში შევა, რადგან მყარად გვწამს, რომ სარჩელს მოვიგებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ბატონ გიორგაძეს საზოგადოების ნომერ პირველ მტრად მივიჩნევთ“- ნათქვამია გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

„მეტრონომი“ ასევე წარმოგიდგენთ სტატიას, რის გამოც გიორგაძემ სასამართლოს მიმართა:

„ინტერპოლი საზოგადოების ნომერ პირველ მტერს აღარ ეძებს“ -სტატია ამ სათაურით Democracy and Freedom Watch-ის გამოცემაში 23 ივლისს დაიბეჭდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ იგორ გიორგაძეს ედუარდ შევარდნაძის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ის 17-წლიან სასჯელს რუსეთში ცხოვრებით გაექცა, სადაც, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სვლა დაიწყო და ჩამოაყალიბა „ანტი-სოროსული“ გუნდი. „გიორგაძე რუსეთის ფარული ხელია საქართველოს საშინაო პოლიტიკაში“ – აღნიშნავს გამოცემა. სტატიაში მოყვანილია შემდეგი ინფორმაციაც:

„იგორ გიორგაძემ ტელეკომპანია „იბერიასთანაც“ განაცხადა, რომ თბილისში დაბრუნებას აპირებს, სადაც კიდევ ერთხელ გაიმართება სასამართლო მის მიერ შევარდნაძეზე თავს დასხმის საქმესთან დაკავშირებით, სადაც შეიძლება საბოლოდ გაამართლონ.

ინტერპოლმა, გიორგაძესთან ერთად, ძებნა შეწყვიტა საქართველოს მთავრობის შემდეგ ყოფილ წევრებზე: იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ერეკლე კოდუა და  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, დათა ახალაია.

ეს პოლიტიკოსები წარმოადგენენ პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილ რეჟიმს, რომელთაც ძალაუფლება 2012 წელს დაკარგეს. რამდენიმე პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიდის, ზოგიერთი-დევნაშია, მათ შორის, სააკაშვილი, რომელიც ოდესის გუბერნატორია.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პირობა დადო, რომ ინტერპოლს ხელახლა დააწყებინებენ იგორ გიორგაძეზე ძებნას.“-ნათქვამია 2016 წლის  23 ივლისს გამოცემულ სტატიაში, რის შემდეგაც გიორგაძემ გამოცემას სასამართლოში უჩივლა.

 

 

იტვირთბა....