საია დღეს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით განცხადებას წარადგენს.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, ორგანიზაცია გარკვეული ინფორმაციის გაცემას ითხოვს.
”ეს დოკუმენტებია: საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცლოდ გაზპრომთან გაფორმებული იმ ხელშეკრულების (შეთანხმების) ასლი, რომლის მოქმედების ვადაც 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა;
2017 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, გაზპრომთან წარმოებული მოლაპარაკების ამსახველი ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი;
2017 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ გასაფორმებელი ახალი ხელშეკრულების თაობაზე, გაზპრომთან მიღწეული შეთანხმების ასლი”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.