2017 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევისას, ასევე, ქონების რეალიზაციის რეკლამირებისას, ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკური პირი 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 2 000 ლარით.
პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ცვლილებების მიხედვით:
მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევისას, ასევე, ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევის რეკლამირების ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი – 2000 ლარით. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკურ პირს 1000, ხოლო იურიდიულ პირს 5000 ლარის ჯარიმა დაეკისრება.