კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საჩუქრად ჩოხა გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ოქიტაშვილი სოციალური ქსელის პირად გვერდზე ავრცელებს:
„2017 წლის, 20 იანვარს, გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის-დონალდ ტრამპის ინაუგურაცია. საქართველოს კულტურის პალატამ ამ დღესთან დაკავშირებით, “სამოსის სახლთან” ერთად შექმნა ჩოხა, რომელსაც ინაუგურაციის შემდგომ, ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს საჩუქრად გადასცემს ნიშნად პატივისცემისა და მეგობრობის საწინდარისა. საერთაშორისო ორგანიზაცია “დემოკრატიული მართვის განვითარების” პრეზიდენტი-ბატონი ბადრი ცერცვაძე და ამავე ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი- ქალბატონი ნატალია ზაქარეიშვლი, რომლებიც ოფიციალურად მიწვეულნი არიან ინაუგურაციის ცერემონიალზე. საქართველოს კულტურის პალატა განსაკუთრებულ მადლობას უხდის “სამოსის სახლის” დირექტორს ქალბატონ ეკატერინე ჯავახიშვილს”, – წერს ოქიტაშვილი.