ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქსტატი: ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე გაზრდილი ფასები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ყოველდღიური მომხმარების პროდუქტების გაძვირებასთან დაკავშირებით, ახალი მონაცემები წარმოადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ბოსტნეულის ფასმა 9%–ით მოიმატა,ხოლო რძის პროდუქტებისა და კვერცხის ღირებულება 3%–ით  არის გაზრდილი.

ფასები ასევე გაზრდილია  ხორცის პროდუქტებზე (2%)-ით. 2016 წლის დეკემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1,0 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1,8 პროცენტი შეადგინა.

„2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 19 პროცენტით გაიზარდა. ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 2,3 პროცენტით. ფასების მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (8,5 %) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3%). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: მოცემულ პერიოდში ფასების 13,1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფზე, რაც 0,8 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

ფასები მკვეთრად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (23,2 პროცენტი). ფასების მატება დაფიქსირდა, ასევე, ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფებზე (4,6%); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,6 პროცენტით და ჯგუფმა 0,51 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფზე – შაქარი, ჯემი, თაფლი, შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი (16,3 %)“, – განაცხადეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

იტვირთბა....