გეგა ფალავანდიშვილის ფანჯარაზე მოხვედრილი სავარაუდო ტყვიის საქმეზე გამოძიება 187-ე მუხლით დაწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, – ამის შესახებ „მეტრონომს“ შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, პირველადი დათვალიერებით ნატყვიარი ცეცხლსასროლ იარაღს არ მიეკუთვნება. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსნებეთ, რომ გეგა ფალავანდიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო, სადაც ჩანს, რომ მე-9 სართულზე მდებარე ბინის ფანჯარა სავარაუდოდ ტყვიამ დააზიანა:
„ღამის 12 საათზე საწოლი ოთახის ფანჯარაში რიკოშეტით მოხვედრილი ტყვია რა პრობლემაა 2017 წელს?!
აქვე დავამატებ ყველას დასანახად.
P.S: ყველა კარგად ვართ, დაზიანდა შუშა, მადლობა მეგობრებს შეწუხებისთვის და ვაკის პოლიციას გამოხმაურებისთვის. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ!
P.P.S. კომპეტენტურმა ხალხმა თქვა, ეს ტყვია კი არა, კისტის თოფი ან პნევმატური იარაღი იქნებოდაო! მეც თავისუფლად ამოვისუნთქე.“ – წერს ფალავანდიშვილი.